
უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში იერიშზე გადავიდნენ
05/01/2025 11:21:14 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში იერიშზე გადავიდნენ. ინფორმაციას რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხები ავრცელებენ, სოციალურ ქსელში წერს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
"კურსკში კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რაც დაიმსახურა" – წერს ერმაკი.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი ანდრეი კოვალენკო კი აზუსტებს, რომ თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
"კურსკში რუსები ძალიან აღელვებულები არიან, რადგან მათ რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ და ეს მათთვის მოულოდნელი იყო. თავდაცვის ძალები კარგად მუშაობენ" – წერს კოვალენკო.