Accentnews.ge
პროკურატურა ადასტურებს, რომ გენპროკურორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

პროკურატურა ადასტურებს, რომ გენპროკურორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

05/01/2025 13:13:50 პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

პროკურატურის პრესცენტრში გამოცემას უთხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

5 იანვარს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.

ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა.

მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძრვანელი იყო. მთავარ პროკურატურაში კარიერა მერებაშვილმა 2010 წლიდან დაიწყო.

განახლება:

ნათია მერებაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ მისწერა, რომ მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს.

„არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან“ – ავრცელებს „რადიო თავისუფლება“ ნათია მერებაშვილისგან მიღებულ პასუხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S