Accentnews.ge
ბლინკენი: ზავი პუტინს დასვენებისა და კვლავ შეტევის საშუალებას მისცემს

ბლინკენი: ზავი პუტინს დასვენებისა და კვლავ შეტევის საშუალებას მისცემს

06/01/2025 06:29:16 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა The New York Times-სთან, მათ შორის უკრაინის ომზე და მისი შეჩერების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერმოქმედებისთვის. თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება, ეს პუტინს მისცემს დროს, დასვენებისა და ხელახლა შეიარაღებისთვის, რათა ამის შემდეგ კვლავ შეუტიოს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებმა მისცა უკრაინას საშუალება, „გაეძლო და ამჟამად ჩამოყალიბებული ფრონტის ხაზი კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრინციპულად შეიცვალოს".

„პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვტოვებთ, არის უკრაინის სახელმწიფო, რაც არ იყო აშკარა, რადგან პუტინის ამბიცია იყო რუკიდან მისი წაშლა. ჩვენ შევაჩერეთ პუტინი. მან წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინა დგას. და მე მჯერა, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ აყვავდეს მომავალში, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, ომის დაწყებიდან ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რათა „არ დაეშვა რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი“.

ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპი 20 იანვარს ჩაანაცვლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S