
„საქართველოზე კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით ხმის ამაღლების გამო ყველა პარტნიორს მადლობას ვუხდი“
21/02/2020 06:31:04 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას ეხმიანება და ქვეყნის პარტნიორებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
„რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერ–შეტევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს ინსტიტუტების ჩამოშლასა და ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობას. მინდა, ჩვენს ყველა პარტნიორს გამოძიებაში მხარდაჭერისა და ხმის ამაღლების გამო მადლობა გადავუხადო“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა"