
„ბაზარი ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს
06/01/2025 09:58:12 საზოგადოება
"ბაზარი ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს.
„ბაზარი ორბელიანი“ მუდმივად მხარს უჭერს ბიზნესსა და მცირე მეწარმეებს და ახლაც, მიმდინარე ვითარებაში გადაწყდა, რომ მცირე მეწარმეებს თავისი სივრცის ნაწილი დაუთმოს, სრულიად უსასყიდლოდ. გვინდა მათ მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი ნაწარმის რეალიზება მოახდინონ. ეს მხარდამჭერი ბაზარი 15 იანვრამდე გაგრძელდება და მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველი ხელნაკეთი ნივთი შეიძინონ.
აბსოლუტურად ყველა მცირე მეწარმეს ვუჭერთ მხარს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში კრიზისი შეექმნათ და ვეღარ მოახერხეს თავიანთი ნივთების რეალიზება“, - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ანა ბარათაშვილმა.
პროექტი 15 იანვრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მეწარმეების ნაწილმა უარი თქვა თბილისის მერიისდ მიერ მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე ადგილის დაკავებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების - პროტესტის და პოლიციის მიერ მომიტინტეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის გამო.