Accentnews.ge
ზურაბიშვილი - კაუმაზე: გონივრული გადაწყვეტილებაა, ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს

ზურაბიშვილი - კაუმაზე: გონივრული გადაწყვეტილებაა, ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს

06/01/2025 10:02:47 საზოგადოება

ძალიან გონივრული გადაწყვეტილება - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით:

"ეუთოს პრეზიდენტ პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! ისევე, როგორც ახალი არჩევნები!" - წერს ზურაბიშვილი.

მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიზიტი გადადო:

"დისკუსიებისა და სიტუაციის ყურადღებით განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა მხარეს და გავწიოთ დახმარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S