Accentnews.ge
მოქალაქეები მსვლელობას 5 ლოკაციიდან დაიწყებენ და შობას რუსთაველზე შეხვდებიან

მოქალაქეები მსვლელობას 5 ლოკაციიდან დაიწყებენ და შობას რუსთაველზე შეხვდებიან

06/01/2025 10:12:33 საზოგადოება

დღეს, 6 იანვარს უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეა.

შობის ღამეს თბილისის მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ტაძართან შეხვდებიან, მანამდე, დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო მსვლელობები გაიმართება.

თბილისში მოქალაქეები 20:00 საათიდან შეკრებას დაიწყებენ რამდენიმე ლოკაციაზე: ავლაბარი (სამების საკათედრო ტაძარი), ჩუღურეთი (წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია), საბურთალო (წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო), ვაკე (ვაკის ეკლესია), ძველი თბილისი (მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი) და მსვლელობას გამართავენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S