Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო საბერიოში გარდაცვლილთა ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

აშშ-ის საელჩო საბერიოში გარდაცვლილთა ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

06/01/2025 11:41:28 პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს" - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილში.

ცნობისთვის: გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგან უმცროსი 4 თვის იყო.

აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი ჭოლარიების მრავალსულიან ოჯახში გაჩნდა და სახლში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ბავშვების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარს აფეთქების ხმა უძღოდა წინ.

ირკვევა, რომ მშობლები ზუგდიდში იყვნენ წასულები და სახლში ბავშვებთან ერთად ბებია რჩებოდა, რომელიც ხანძრის დაწყებისთანავე შველის სათხოვნელად მეზობლებთან გაიქცა, თუმცა ცეცხლი მეტისმეტად სწრაფად ვრცელდებოდა და რამდენიმე წუთში მთელი სახლი მოიცვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S