
სოფელ ნაკრასთან უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს კვლავ ეძებენ
06/01/2025 13:17:52 საზოგადოება
სოფელ ნაკრასთან უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს კვლავ ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 4 იანვარს რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მოგვიანებით ავტომობილი ადგილზე ნახეს, ქალი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს, მისი ქმრის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.