Accentnews.ge
საპატრიარქო ილია მეორეს ვიდეოს აქვეყნებს: "ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ მიღწევები, რაც დასავლეთშია"

საპატრიარქო ილია მეორეს ვიდეოს აქვეყნებს: "ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ მიღწევები, რაც დასავლეთშია"

06/01/2025 13:23:32 საზოგადოება

საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია II ეპისკოპოსების გარემოცვაში იმყოფება და მათ მიმართავს.

საპატრიარქოს მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო, საპატრიარქოს ცნობით, 2024 წლის 25 დეკემბრით თარიღდება და ჩაწერილია ილია მეორეს აღსაყრდებიდან (პატრიარქად კურთხევიდან) 47-ე წლისთავზე.

ვიდეოში პატრიარქი ილია მეორე ამბობს:

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში. ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ. და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი. უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S