
უილსონი კაუმას მადლობას უხდის: "ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ"
06/01/2025 13:36:55 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მადლობა გადაუხადა თბილისში ვიზიტის გადადების გამო.
"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისი გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!", – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.