
მაკრონი: საქართველოში ვნახეთ რუსეთის მზარდი აგრესია არჩევნების დესტაბილიზაციის გზით
06/01/2025 17:07:07 პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და სხვა ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა 6 იანვარს საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"რუსეთმა ბირთვული დოქტრინის მხრივ რუსეთის ქცევა რადიკალურად შეიცვალა და უფრო მკაცრი გახდა, და, ასევე, ბევრად აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება“, – განაცხადა მან.
სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან სომხეთზე, საქართველოსა და მოლდოვაზე:
„ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“.