
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგა
06/01/2025 17:11:52 მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ "ლიბერალური პარტიის" თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, მან თავისი "ლიბერალური პარტიის" პრეზიდენტს მიმართა თხოვნით დაიწყოს ახალი ლიდერის ძებნის პროცესი.
ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.
სააგენტო "ესოშიეიტედ პრესის" (AP) ინფორმაციით, ტრუდოს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პირმა, რომელიც პროცესებს იცნობს, ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ პარლამენტს 24 მარტამდე დაითხოვენ. პარლამენტს მუშაობა 27 იანვარს უნდა განეახლებინა.