Accentnews.ge
პროტესტის მე-40 დღე, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის მე-40 დღე, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

06/01/2025 17:35:58 საზოგადოება

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მე-40 დღესაც გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა.

აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრიდან ალილოს მონაწილეები შემოუერთდებიან, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები შობის შეხვედრას ქაშუეთის ტაძართან.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S