Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას

სალომე ზურაბიშვილი: რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას

06/01/2025 20:49:31 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე დემონსტრანტებთან ერთად შეხვდა შობის დღესასწაულს.

მანამდე მან მედიასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

"ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმის, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არ არის და 80 დღეც არაფერი არ არის, თუ შენ გჯერა, რომ ბოლოს არის გამარჯვება. მე მგონი, აქ ვინც არის შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა. დღეს არის რწმენის დღე. რწმენა, რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე და მიზანი, არ შეიძლება არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს და ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებით ვარ. პარტნიორები მხარს გვიჭერენ და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის ის, რაც აქ ხდება, რუსთაველის გამზირზე. ეს არის მთავარი გამარჯვება. რუსთაველის გამზირი არის ის ადგილი, რომელიც მოგვიტანს გამარჯვებას.

აქ დღეს ვგავართ ერთად და მე მგონია, რომ ეს არის მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ასეთი გაერთიანება თუ შევძელით, არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღეს, ამ ორმოცი დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე.

[აქციებს] ამას არ უნდა შეფასება, ამას უნდა დანახვა. ვისურვებდი, რომ ვინც სადღაც, სადღაც ჩაკეტილია პარლამენტში ან სხვა შენობებში, მათაც დაინახონ ეს ხალხი. გაიგონ, ეს რას ნიშნავს, რომ შეგუება არ შეიძლება. ამას სჭირდება გაგება და დათმობა იმის, რომ დრო მოვიდა ახალი არჩევნების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S