07-01-2025 16:14:15 საზოგადოება ,კომენტარი
„პატრიარქის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის საკუკეთესო ცოდნით“ შესრულებულად აფასებს „აქცენტთან“ „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა საშობაო ეპისტოლეს, რომელის ორ გზავნილსაც მოჰყვა ფაქრთო საზოგადოებაში განხილვა. საუბარია ეგოიზმსა და სიკვდილის შიშზე დასმულ აქცენტებზე.
ჯეჯელავას დაკვირვებით, ეპისტოლეში პოლიტიკური გზავნილი „ნამდვილად იკითხებოდა მიუხედავად იმისა, რომ მან დატოვა ეს სუბიექტური აღქმის დონეზე“. ამდენად, საუბარი, თითქოს მასში ახალი არაფერი ყოფილა, არასწორია - „ნამდვილად იყო და ნამდვილად იყო სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი“:
„ეს ორი აქცენტი - სიცოცხლის გააზრება ქრისტიანისთვის და ეგოს თემა მარადიული პრობლემაა. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელ რეალობაში საზოგადოებამ სიკვდილის შიშის დაძლევის ძალისხმევა აღიქვა ისე, როგორც აღიქვა, ბუნებრივია და მიმაჩნია, რომ ეს განზრახვაც იყო: იმ ცოდნის შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს ბაობაბების თაობაზე; სპეციალისტის შესახებ, რომელიც მას [ბიძინა ივანიშვილს] ჰყავს საქართველოში ჩამოყვანილი და მკურნალობს საკუთარი მეთოდებით, ბუნებრვია, რომ ყველა თავისი აღქმით წავიდა აქეთკენ და მიმაჩნია, რომ მიზანიც ეს იყო. თუმცაღა, ბიძინა ივანიშვილმა რომც დასვას კითხვა და გაბრაზდეს, მას ადრესატი არ ეყოლება, რადგან მარტივი იქნება პასუხი - რატომ მიიღეთ თქვენს თავზე? ეს არის ის, რაც ძალიან დამახასიათებელია საპატრიარქოსთვის - ერთდროულად თქვა და არც თქვა“.
ჯეჯელავა ამბობს იმასაც, რომ სწორედ კონტექსტი სძენს ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს სერიოზულ დატვირთვას:
„ამ ეპისტოლეში არც ერთი აქცენტი, რომელიც ხელისუფლებას მოეწონებოდა, არ გაკეთებულა. სწორედ ამიტომ, ამ ფონზე იღებს უფრო სერიოზულ დატვირთვას ის პასაჟი, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. გარდა ამისა, ამ ყველაფრის უკან ნამდვილად იკითხება პოლიტიკური კონტექსტი. კონტექსტი აძლევს ძალიან მკაფიო მიმართულებას [ეპისტოლეს სულისკვეთებას], რომ ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმაციის გარეშეა შინ და გარეთ, არ უნდა იყოს მოქმედი პატრიარქის პირობებში იმის იმედზე, რომ მას მომავალ რეპრესიებს, რომელსაც ის აუცილებლად გეგმავს, ვინმე ლეგიტიმაციას მისცემს ეკლესიის მხრიდან“.
აქვე ის ყურადღებას ამახვილებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის მკაფიო საშობაო გზავნილზე:
"სხვათა შორის, ამ დროის განმავლობაში პირველად თქვა, რომ არსებული პრობლემების თავი და თავი, რაც დღს აწუხებს თანამედროვე ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, იწყება ორი პრობლემით:
ეს იყო ძალიან მკაფიო და ძალიან მისასალმებელი, რომ ეკლესიის წიაღიდან დაიწყო ამაზე საუბარი".
ის არ თვლის, რომ პატრიარქის ეპისტოლე და მიტროპოლიტ გრიგოლის გზავნილი ერთიან ჭრილშია "ბოლომდე აღსაქმელი", თუმცა მისთვის მაჩვენებელია "იმ შიდა პროცესისა, რაც საპატრიარქოში ხდება - რასაც ჩემი აზრით, ჰქვია თვითრეფლექსია გადარჩენაზე".