Accentnews.ge
თბილისში „ალილო“ გაიმართა

თბილისში „ალილო“ გაიმართა

07/01/2025 12:59:05 საზოგადოება

თბილისში საშობაო მსვლელობა, „ალილო“, გაიმართა.

ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბნენ და ფეხით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე.

წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მსვლელობა არ გაჩერებულა პარლამენტის შენობასთან, თბილისის საკრებულოსა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

საშობაო მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და სხვა ქალაქებში.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ინიციატივით აღდგა. ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც გადაანაწილებენ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S