
ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა
07/01/2025 13:04:01 მსოფლიო
ინდონეზია BRICS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. ინფორმაციას ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
"BRICS-ის წევრობა სხვა განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების სტრატეგიული გზაა" – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა.
BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.
2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. როგორ შეიცვლება ალიანსის სახელი, ჯერჯერობით უცნობია.