
"ახალი თეატრი" სპექტაკლებს აუქმებს ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის გამო
07/01/2025 13:14:12 საზოგადოება
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ინფორმაციით, აღარ გაიმართება 21 იანვრამდე გადატანილი სპექტაკლები - "მე გადმოვცურავ ზღვას", " ალუბლოს ბაღი", " მეფე ლირი".
თეატრის განმარტებით, გადავადებული სპექტაკლების გაუქმება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობის ფაქტს უკავშირდება.
“ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge”, - წერია თეატრის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტში.
პროევროპული აქციების მონაწილე ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.