07-01-2025 20:46:46 ევროპა
აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელსა და მის მოკავშირეს ანტალ როგანს მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. ინფორმაციას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
"დღეს სახაზინო ოფისის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი (OFAC) ასანქცირებს უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსან ანტალ როგანს უნგრეთში კორუფციაში მისი მონაწილეობის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.