Accentnews.ge
ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვან ობიექტებს NATO დაიცავს

ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვან ობიექტებს NATO დაიცავს

07/01/2025 17:22:55 მსოფლიო

ნატოს ხომალდები დაიცავენ ბალტიის ზღვაში კრიტიკულ წყალქვეშა ობიექტებს. ამის შესახებ ფინური Yle იტყობინება 7 იანვარს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია, რომელშიც 10-მდე გემი ჩაერთვება, კვირის ბოლოდან დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება.

გემები პირველ რიგში შეასრულებენ შემაკავებელ ფუნქციას და მოახდენენ იმ რაიონების პატრულირებას, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები. ამასთან, საერთაშორისო წყლებში ნატოს არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემების მოძრაობას.

ფინეთის ყურის დაცვას ფინეთისა და ესტონეთის ძალები გააგრძელებენ.

ნატოს სამხედრო ალიანსმა ფინეთისა და ესტონეთის მოთხოვნით გადაწყვიტა, ბალტიის ზღვაში ყოფნა გააძლიეროს წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების ფონზე.

  • გასული წლის 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ტანკერმა Eagle S-მ ფინეთის ყურეში დააზიანა ელექტროკაბელი Estlink 2 და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მოსკოვს ეხმარება დასავლეთის სანქციების გვერდის ავლასა და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებაში.
  • შარშან ნოემბერში დაზიანდა კაბელი შვედეთს, ლიეტუვას, ფინეთსა და გერმანიას შორის.
  • 2023 წლის ოქტომბერში ჩინეთის ხომალდმა Newnew Polar Bear-მა გაზსადენი Balticconnector-ი და რამდენიმე კაბელი დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S