
კოლსი - პაპუაშვილს: "მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვისЭ
07/01/2025 21:05:46 პოლიტიკა
"მაკკეინის ინსტიტუტში სტიპენდია დამსახურებული აღიარებაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის.იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, რამდენად სწრაფად მიემართებით ორკისტანის ორბიტისკენ, შალვა პაპუაშვილო, ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ, ელოდებით, არის ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტის სტიპენდია" - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი სოცქსელ X-ში "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კრიტიკას მაკკეინის ინსტიტუტის მიმართ იმის გამო, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კისინჯერის სტიპენდია მიანიჭა.
ცნობისთვის: ზურაბიშვილი კისინჯერის სტიპენდიანტად 6 იანვარს დასახელდა.