Accentnews.ge
ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

08/01/2025 06:45:26 მსოფლიო

ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი – 188-მდე, - იუწყება CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით.

მიწისძვრის შედეგად 3600-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

ტიბეტში მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S