Accentnews.ge
რუსეთის სარატოვის ოლქიდან დრონებით „მასირებული შეტევის" შესახებ იუწყებიან

რუსეთის სარატოვის ოლქიდან დრონებით „მასირებული შეტევის" შესახებ იუწყებიან

08/01/2025 09:48:07 მსოფლიო

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ამავე ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობბაზა მდებარეობს.

პირველი ცნობები ძლიერი აფეთქებების შესახებ და ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ, ენგელსის ნავთობბაზის რაიონში გაჩენილ ხანძარს ასახავენ, სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.

დილის 7 საათის შემდეგ სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სარატოვსა და ენგელსზე დრონებით „მასირებული შეტევა" განხორციელდა, რის შედეგადაც "დაზიანდა ერთ-ერთი საწარმო", რომელი - გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სარატოვის ოლქს, მათ შორის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით ხშირად უტევენ.

თავად უკრაინულ მხარეს რუსეთის სარატოვის ოლქზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S