Accentnews.ge
აღმოჩენილია ღუზა, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ბალტიის ზღვაში სადენები დააზიანა

აღმოჩენილია ღუზა, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ბალტიის ზღვაში სადენები დააზიანა

08/01/2025 11:44:28 მსოფლიო

ფინეთის პოლიციის განცხადებით, ბალტიის ზღვის ფსკერიდან ამოღებულია ღუზა იმ ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც წყლის ქვეშ მდებარე ელექტრო და ტელეკომუნიკაციის სადენები დაზიანდა.

გამოძიებისას გამოკვეთილი ვერსიით, სადენების დაზიანება მოჰყვა ხომალდის მიერ ღუზის გარკვეულ მონაკვეთზე თრევას. დაკავებულია რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერი Eagle S, რომელსაც ერთ-ერთი ღუზა არ ჰქონდა. მანამდე გამომძიებლები ამბობდნენ, რომ ფსკერზე აღმოაჩინეს ათობით კილომეტრის სიგრძის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ღუზამ ხომალდის მიერ თრევით დატოვა, თუმცა საკუთრივ ღუზა ნაპოვნი არ იყო.

ფინეთის საბაჟოს ვარაუდით, ტანკერი ეკუთვნის რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" - ხომალდებს, რომლებსაც გადააქვთ რუსეთის ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ამ პროდუქტებს ემბარგო აქვს დაწესებული უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S