Accentnews.ge
კიშინიოვის აეროპორტში, უკრაინიდან თბილისში მომავალ გზავნილში თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს

კიშინიოვის აეროპორტში, უკრაინიდან თბილისში მომავალ გზავნილში თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს

08/01/2025 12:33:43 პოლიტიკა, სამართალი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმებულ საეჭვო საფოსტო გზავნილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს დედაქალაქისკენ მოემართებოდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა, - იუწყება მოლდოვის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახური.

ირკვევა, რომ ბომბი პულტით მართვად სათამაშო მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. მებაჟეებმა იგი რენტგენული მოწყობილობით შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რის შემდაგაც ადგილზე გამოძახებულმა სპეციალისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იქვე გააუვნებელყვეს.

უკრაინის რომელი ქალაქიდან გამოგზავნეს თბილისის მიმართულებით ეს გზავნილი და ვინ იყო მითითებული ადრესატად - მოლდოვის სასაზღვრო სამსახური არ აკონკრეტებს.

მომხდართან დაკავშირებით მოლდოვაში დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S