
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის საჯარო პანაშვიდი მინდინარეობს
08/01/2025 13:17:08 მსოფლიო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის საჯარო პანაშვიდი მინდინარეობს.
იგი 2024 წლის 30 დეკემბერს, 100 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
კარტერი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 1977-1981 წლებში იკავებდა. მან აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა.
2023 წლის ნოემბერში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა კარტერის მეუღლე როზალინი, რომელთან ქორწინებაშიც იგი 77 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.