08-01-2025 19:45:18 საზოგადოება
"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მომხდარი ტრაგედიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
5 იანვარს საბერიოში, ჭოლარიების სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვაი ემსხვერპლა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ტრაგედიის დროს სახლში მხოლოდ ბებია და 5 შვილიშვილი იყო.
დაღუპული ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ქალს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და სტაბილურია.
დაღუპულ ხუთ ბავშვს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.