Accentnews.ge
ამინდის 21-24 თებერვლის პროგნოზი

ამინდის 21-24 თებერვლის პროგნოზი

21/02/2020 07:59:56 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.

23-24 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S