08-01-2025 22:33:41 საზოგადოება
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია წერს, რომ მის ძმას ციხეში "გაუსაძლის პირობებს" უქმნიან.
კერძოდ, ის ამბობს, რომ შეუცვალეს საკანი, შეუზღუდეს გასეირნების და ოჯახთან კომუნიკაციის დრო, ასევე, არ აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს.
"ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან. მას აღარ ეძლევა საშუალება, თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს. შეუზღუდეს გასასვლელი სასეირნო დრო. დარეკვითაც ვეღარ სარგებლობს ისე, როგორც აქამდე გვირეკავდა. შეუცვალეს საკანი-კორპუსი და საღორეში გადამიყვანეს ფაქტიურადო…!!! რას ველოდო?! ამას შევეგუო?! არ ვაპირებ! გაბრაზებული ვარ! ძალინ გაბრაზებული!" - წერს ის სოციალურ ქსელში.