Accentnews.ge
მეორე დღეა, რუსეთის ქალაქ ენგელსში, ნავთობის ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

მეორე დღეა, რუსეთის ქალაქ ენგელსში, ნავთობის ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ

09/01/2025 05:57:16 მსოფლიო

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „სამრეწველო საწარმოზე“ დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობის გაზრდის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისას ორი მეხანძრე დაიღუპა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 8 იანვარს განხორციელდა. დღეს, 9 იანვარს ხანძრის ქრობა გრძელდება.

8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ენგელსში იერიში მიიტანეს ნავთობის ბაზაზე, „კომბინატ კრისტალზე", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამ აეროდრომზე რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S