Accentnews.ge
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

09/01/2025 06:05:09 მსოფლიო

ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, – იუწყება Reuters.

ცეცხლმა ასობით სახლი და სხვა ნაგებობა გაანადგურა. ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს.

ყველაზე ძლიერი ხანძარი სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარე პასიფიკ პალისეიდსის რაიონშია, სადაც სახანძრო სამსახურის მონაცემებით, უკვე განადგურებულია, სულ მცირე, 1000 სახლი და სხვა შენობა.

ხანძარმა სახლები გაანადგურა პასადენასა და მალიბუშიც. მათ შორის დაიწვა მსახიობის და მომღერლის, პერის ჰილტონის სახლი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტლიაში ვიზიტი გადადო.

კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S