სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

09-01-2025 12:28:32 კავკასია

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაიხსენა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვები ევროპარლამენტში, რომ ქვეყანა მზად არის, იმდენად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რამდენად შესაძლებლადაც ამას ევროკავშირი მიიჩნევს.

„ჩვენ ასევე ვნახეთ ნიშნები, რომ ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას და მთელ რიგ სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ან განიხილება ევროკავშირთან“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ:

"ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. აშკარაა, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მდიდარი დემოკრატიული ტრადიციები, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი კონკურენტული გარემო, თანამედროვე ეკონომიკა და განვითარებული მეცნიერება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები