Accentnews.ge
გერმანიის საელჩო: საელჩოში დროშა დაშვებულია, სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა

გერმანიის საელჩო: საელჩოში დროშა დაშვებულია, სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა

09/01/2025 08:50:44 საზოგადოება

საქართველოში დღეს გლოვის დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხუთი მცირეწლოვანის დაღუპვის გამო.

დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე. გლოვის ნიშნად თბილისში მდებარე გერმანიის საელჩოშიც დაეშვა დროშა.

საქართველოში გერმანიის საელჩო დაღუპულთა ოჯახსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს მომხდარი ტრაგედიის გამო.

„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S