
ბრიტანეთის ელჩი: „ანაკლიის პროექტი ამბიციური გამოწვევის პასუხია“
17/02/2019 20:04:39 თვალსაზრისი, კომენტარი, ეკონომიკა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკკენზი სმიტის შეფასებით, ანაკლიის პროექტი ამბიციური გამოწვევის პასუხია.
როგორც ბრიტანელი დიპლომატი „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, თანამედროვე მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, ამ მხრივ კი საქართველოს ბუნებრივი უპირატესობები აქვს.
„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ვხედავთ ახალი სავაჭრო ურთიერთობების სწრაფ განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, მას ამ მიმართულებით ბუნებრივ უპირატესობას აძლევს. წლების მანძილზე, საქართველოს მთავრობებმა, მომავალი თაობების სასარგებლოდ, ამ პოტენციალის ათვისებისთვის არაერთი შესაძლებლობა გამოიყენეს. ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ამბიციური გამოწვევის პასუხია. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ანაკლიის კონსორციუმმა ხელი შეუწყო ბრიტანელი სპეციალისტების და ინვესტორების მოზიდვას და მე მოხარული ვარ, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზე რამდენიმე ბრიტანული კომპანია არის ჩართული“,– განუცხადა „აქცენტს“ დიპლომატმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021