
საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი ბავშვი დაკრძალეს
09/01/2025 12:09:45 საზოგადოება
ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე გადასასვლელად სპეციალური საშვები დაუშვა. ენგურს გაღმა მცხოვრები ჭოლარიების ოჯახი სამძიმარს დღეს მთელი საქართველოდან იღებდა.
„მინდა, ოჯახს, მთლიანად გალს და რეგიონს გავუზიარო ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება ამ ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ასახავს იმ უსამართლო მდგომარეობას, რაც სუფევს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ ბავშვებს, როდესაც ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა - მთლიანად საქართველოსთვის“,- თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა. დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყებაზე.