
პროტესტის 43-ე დღესაც რუსთაველზე იკრიბებიან მოქალაქეები
09/01/2025 17:11:28 საზოგადოება
პროტესტის 43-ე დღესაც ტრადიციულად რუსთაველზე იკრიბებიან მოქალაქეები. მათ ანთებული სანთლებით და მდიუმარებით გამოუცხადეს თანაგრძნობა ოკუპირებულ აფხაზეთში, საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი არასრულწლოვნის ოჯახს და მთლიანად საქართველოს.
პროევროპული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აქციაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც საპოლიციო ძალების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დღემდე განაგრძობს რეაბილიტაციის პროცესს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ამ ადამიანებმა ჩვენგან ძალა უნდა იგრძნონ. არ დავიშლებით, რადგან ყველამ გავიაზრეთ, რომ ბრძოლა ახლა გადამწყვეტია. თუ ეს ბრძოლა დასრულდა ქართველი ხალხის დამარცხებით, რასაც მე გამოვრიცხავ, ეს ნიშავს, რომ ვკარგავთ სახელმწიფოს",- ფიქრობს როგავა.