Accentnews.ge
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 10–მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 10–მდე გაიზარდა

10/01/2025 11:20:29 მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 10–მდე გაიზარდა.

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში მეოთხე დღეა მძვინვარებს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე.

სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 9 იანვრის დღის ბოლოსთვის მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ებრძოდნენ ხუთ რაიონში. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა.

ყველაზე მეტად დაზარალდა პასიფიკ-პალისეიდსის რაიონი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.

2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.

მთლიანად კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S