PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ

10-01-2025 15:36:01 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) „ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

„ვიზიტის მიზანია შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს. ეს არის მონიტორინგის მისიის რეგულარული ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ლეგიტიმაციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც ისინი შეხვდებიან. თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები