10-01-2025 18:02:56 საზოგადოება
პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს, 10 იანვარს, განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე.
პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს მას შემდეგ, რაც ჯაჭვაძემ წინასასამართლო სხდომის გადავადებაზე გააკეთა კომენტარი. კერძოდ, თქვა, რომ საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გააჟღერა.
რეპლიკით ისარგებლა მსახიობმაც.
"ძალიან უცნაური პროცესია.... ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ, როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - თქვა ჭიჭინაძემ.