10-01-2025 18:50:09 ეკონომიკა
10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8310 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.57 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9171 ლარი გახდა.