10-01-2025 18:51:23 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 ბრალდებული.
ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილებით ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში რჩებიან.
გადაწყვეტილებას დარბაზში მსხდომები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.
ამავე მოსამართლემ, პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 5 მარტამდე გადადო.
11 იანვარს სასამართლო განიხილავს კიდევ რვა დაკავებულის (ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის) აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს. მოსამართლემ მათი საქმის განხილვის დაწყება 6 მარტამდე გადადო.