
ბაიდენი: უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს
11/01/2025 10:03:41 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია, მასზე წნეხი გაგრძელდეს.
„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“, - უთხრა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
მისი ხედვით, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
აშშ-მა ახლახანს სანქციები რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს დაუწესა.