
ავთანდილ ვარსიმაშვილი: "ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც სჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!"
11/01/2025 13:59:42 პოლიტიკა, სამართალი
"რა არის ეს? უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც სჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!" - წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მიმართ ხმაურიანი სასამართლო პროცესები გრძელდება. 11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს. აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, დანარჩენ ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.