Accentnews.ge
ხელისუფლება საქართველოს პარლამენტის ქუთაისში არსებული შენობის გაყიდვას გეგმავს

ხელისუფლება საქართველოს პარლამენტის ქუთაისში არსებული შენობის გაყიდვას გეგმავს

21/02/2020 10:57:27 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება საქართველოს პარლამენტის ქუთაისში მდებარე შენობის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობამ უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გახარიამ.

მანამდე ხსენებულ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა.

საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან გადმოვიდა.

ქუთაისში მდებარე შენობა 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S