
ბათუმსა და თბილისში სავარაუდოდ, 10-ზე მეტი პირი დააკავეს
12/01/2025 17:19:52 საზოგადოება
ბათუმსა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სავარაუდოდ, ჯამში 10-ზე მეტი პირია დაკავებული.
ბათუმში დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.
"ფეხქვეშ გათელეს ქალები, ათრიეს",- თქვა თათია ნიკოლეიშვილმა.
დემონსტრანტები დააკავეს თბილისში, რესტორან ბაბილოსთან, სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავენ.