
როთი: "ბატონო ივანიშვილო, ახლავე გამოუშვით ყველა პოლიტიკური პატიმარი!"
12/01/2025 20:22:06 პოლიტიკა
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი 12 იამვარს სქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.
"ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას დაჭერებით ცდილობს, წააგებს. ადრე თუ გვიან. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გამოუშვით ყველა პოლიტიკური პატიმარი!" - წერს როთი.
ცნობისთვის: დღეს თბილისსა და ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დააკავეს 10-ზე მეტი პირი, მათ შორის - "ბათუმელების" ოპერატორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.