
ხოშტარია და კირთაძე ხელწერილით გაათავისუფლეს
12/01/2025 21:26:51 პოლიტიკა, სამართალი
"კოალიციის ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თავისუფალია - იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ასევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი კირთაძეც.
ცნობისთვის: ხოშტარია სხვა რამდენიმე პირთან, მათ შორის ლუკა ნაცვლიშვილთან, გიორგი კირთაძესთან, შუშანა მაცაბერიძესთან, გიორგი კაკალაძესა და ელიზბარ ჩხიკვიძესთან ერთად რამდენიმე საათის წინ ბათუმში, საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს.