
ლანდსბერგისი - პაპუაშვილს: მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ადარებენ თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებთან
13/01/2025 08:11:55 პოლიტიკა
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. პაპუაშვილმა თქვა, რომ „საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია“.
„მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ადარებენ თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებთან, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ“, - დაწერა ლანდსბერგისმა.