Accentnews.ge
კოლსი: „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

კოლსი: „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

13/01/2025 08:39:02 პოლიტიკა

საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.

„მაშინ, როდესაც “ქართული კოშმარი” ცდილობს, გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციის ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების [enablers] წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა იქნას დაშვებული და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს კოლსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S